ქუთაისში მომხდარი მკვლელობისა და სროლის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ქუთაისში მომხდარი მკვლელობისა და სროლის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისა და სროლის საქმე ჯერ კიდევ „კვალზე ცხელ“ გახსნეს. უწყების ცნობით, დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს 1978 წელს დაბადებული, ადრე ნასამართლევი კ.მ. სამინისტროს ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 30 ნოემბერს ღამით, ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი ესროლა სამ პირს: 1970 წელს დაბადებულ შ.ქ.-ს, 1979 წელს დაბადებულ ი.რ.-ს და დანაშაულის ჩამდენ ი.გ.-ს. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამივე დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა კლინიკაში გადაიყვანეს. თუმცა შ.ქ. მიღებული დაზიანებების გამო გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა - მთელი ღამის განმავლობაში ჩატარებული უწყვეტი, ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კ.მ. სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე და შესაბამისი საგამოძიებო პროცედურების დაცვით, ეჭვმიტანილი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, ნათქვამია განცხადებაში.

ევროპის პრესის თავისუფლების ანგარიში: 2025 წელს საქართველოში მდგომარეობა "საგანგაშო ტემპით" გაუარესდაუზენაესმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღომამუკა კაციტაძე: რა ვქნათ, წყალი და ზეთი არ ერევა ერთმანეთს და ვინმეს ფეხის დარტყმით რომ უნდა დაიწყოს, „აქ ვართ და არავინ გცნობთ“, არ გამოვა, ძვირფასო! ალტერნატივა „ლელოს“ გარეშე შეუძლებელიაქართველი ბიზნესმენი საქართველოს მოქალაქეებს ომანიდან თბილისის მიმართულებით უფასო კერძო რეისს სთავაზობსქართული და იაპონური ორგანიზაციები აერთიანებენ ძალებს დავოს26-ის შემდეგ, რათა გააძლიერონ ქალები ხელოვნური ინტელექტის სფეროში მსოფლიოშინიკოლ ფაშინიანი: დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი საქართველოს დახმარებითა და ხელშეწყობით აშენებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს და კავშირებს; ეს ნამდვილად საამაყო სიახლეა და მადლობას გიხდით ამ ღირებული წვლილისთვის

ENDEKA