კრისტალ ჯგუფის მფლობელი ვლადიმერ სტეფანიანი 2 მილიონი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებული „კრისტალ ჯგუფის“ მფლობელი ვლადიმერ სტეფანიანი 2 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბიზნესმენის ადვოკატმა განუცხადა, სტეფანიანის პატიმრობაში ყოფნის აუცილებლობა არ ყოფილა. ადვოკატის თქმით, დაცვის მხარემ სასამართლოს მნიშვნელოვანი ფინანსური გარანტია შესთავაზა. მან ასევე აღნიშნა, რომ სტეფანიანმა ჩვენებაში გარკვეული დეტალები განმარტა, მათ შორის ინფორმაცია უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით. ცნობისთვის, პროკურატურა „კრისტალ ჯგუფის“ მფლობელს, ვლადიმერ სტეფანიანს უკანონო სამეწარმეო საქმიანობასა და ფულის გათეთრებაში ადანაშაულებს. პროკურატურის ინფორმაციით, სტეფანიანმა დაარღვია როგორც ბაკურიანის დასახლების განვითარების გენერალური გეგმა, ასევე შესაბამისი უწყებიდან მიღებული სამშენებლო ნებართვის პირობები და ეტაპობრივად ყიდდა უკანონოდ აშენებულ საცხოვრებელ ფართებს. დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე და 194-ე მუხლებით ედება – უკანონო სამეწარმეო საქმიანობა და ფულის გათეთრება, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 12 წლამდე.
• გია ვოლსკი - ვენეციის კომისია ჩამოყალიბდა, როგორც ხელკეტი კონკრეტული ქვეყნისთვის, რომლის მიმართაც მარტა კოსს, კაჯა კალასს ან იუკნევიჩიენს აქვს საკუთარი პოლიტიკური შეხედულებები. • გია ვოლსკი - ჩემი დამოკიდებულება პირადად ირაკლის მიმართ ყოველთვის თბილი, მეგობრული იყო - ჩემთვის ეს პირადი ტრაგედიაა. • რასა იუკნევიჩიენე - მზია ამაღლობელი საქართველოს რეჟიმმა ერთი წლის წინ დააპატიმრა - ის განასახიერებს ბრძოლას სიმართლისა და დემოკრატიისთვის. • საქართველოს საპენსიო ფონდის მოცულობამ 8,2 მილიარდ ლარს მიაღწია • კუბილიუსი: ევროკავშირს შესაძლოა 100 000 კაციანი არმია დასჭირდეს • IPI - დღეს სრულდება ერთი წელი, რაც მზია ამაღლობელი პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით უსამართლოდ დააპატიმრეს - ის საქართველოში პრესის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. •