კრისტალ ჯგუფის მფლობელი ვლადიმერ სტეფანიანი 2 მილიონი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

კრისტალ ჯგუფის მფლობელი ვლადიმერ სტეფანიანი 2 მილიონი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებული „კრისტალ ჯგუფის“ მფლობელი ვლადიმერ სტეფანიანი 2 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბიზნესმენის ადვოკატმა განუცხადა, სტეფანიანის პატიმრობაში ყოფნის აუცილებლობა არ ყოფილა. ადვოკატის თქმით, დაცვის მხარემ სასამართლოს მნიშვნელოვანი ფინანსური გარანტია შესთავაზა. მან ასევე აღნიშნა, რომ სტეფანიანმა ჩვენებაში გარკვეული დეტალები განმარტა, მათ შორის ინფორმაცია უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით. ცნობისთვის, პროკურატურა „კრისტალ ჯგუფის“ მფლობელს, ვლადიმერ სტეფანიანს უკანონო სამეწარმეო საქმიანობასა და ფულის გათეთრებაში ადანაშაულებს. პროკურატურის ინფორმაციით, სტეფანიანმა დაარღვია როგორც ბაკურიანის დასახლების განვითარების გენერალური გეგმა, ასევე შესაბამისი უწყებიდან მიღებული სამშენებლო ნებართვის პირობები და ეტაპობრივად ყიდდა უკანონოდ აშენებულ საცხოვრებელ ფართებს. დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე და 194-ე მუხლებით ედება – უკანონო სამეწარმეო საქმიანობა და ფულის გათეთრება, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 12 წლამდე.

საბერძნეთმა კრეტას სტრატეგიულ საზღვაო ბაზაზე ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ქართველი დააკავასააკაშვილი ოპოზიციის ნაწილის ერთიანობაზე: მე ამ საკითხში ვარ ჩართულიქართული და იაპონური ორგანიზაციები აერთიანებენ ძალებს დავოს26-ის შემდეგ, რათა გააძლიერონ ქალები ხელოვნური ინტელექტის სფეროში მსოფლიოშიგიგა ლემონჯავა: „ოპოზიციური ალიანსის“ კარი ღიაა ყველა პროდასავლური პოლიტიკური ჯგუფისთვის - ჩვენ ვაგრძელებთ მათთან კოორდინაციასსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სპეციალური რეისების დანიშვნის შესახებ განაცხადა.ქეთევან ბაქარაძე უმრავლესობისადმი: თქვენ ყოველდღე გვესაუბრებით ეკონომიკურ ზრდაზე, მაგრამ კვერცხზე ფასსაც ვერ დააკლებ, რომ აღარაფერი ვთქვათ პენსიებზე - ეს თქვენი ეკონომიკური ზრდა ერთი ჩინოვნიკის ჯიბეში მთავრდება, მერე მეორის ჯიბეში.

ENDEKA