ქობულეთში პოლიციამ ნარკოტიკების განსაკუთრებით დიდი პარტია შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ქობულეთის პოლიციამ ორი პირი - 36 წლის ბ.ვ.(1989 წელს დაბადებული) და 45 წლის ზ.ბ. (დაბადებული 1980 წელს) ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი მასშტაბით უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს ინფორმაციით, ორივე დაკავებული ადრე ნასამართლევი იყო. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა პირადი ჩხრეკისას ნივთიერ მტკიცებულებად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ ამოიღეს. შეგროვებული მასალების საფუძველზე ორივე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი მასშტაბით უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 20 წლამდე ან უვადო.
• IPI - დღეს სრულდება ერთი წელი, რაც მზია ამაღლობელი პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით უსამართლოდ დააპატიმრეს - ის საქართველოში პრესის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. • ღარიბაშვილის ადვოკატი: ჩამორთმეული 6,5 მილიონი დოლარი, ჩვენება არ არის სხვების წინააღმდეგ • ტურიზმის სექტორს 2025 წელს საქართველოს $4,6 მილიარდი მოუტანს • შალვა პაპუაშვილი - სტრასბურგი ყოველთვის ცილისმწამებლურად ამხელდა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის „პოლიტიზების“ ყველა ბრალდებას, მაგრამ არცერთ უცხოელ პოლიტიკოსს და დიპლომატს ბოდიში არ მოუხდია, მიუხედავად იმისა, რომ იმსახურებენ ბოდიშის მოხდას. • კალაძე: არ მაინტერესებს რა გეგმები აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“. • სახელმწიფო აუდიტის სამსახური Enterprise Georgia-ს 2023–2025 წლების საქმიანობას განიხილავს •