ქობულეთში პოლიციამ ნარკოტიკების განსაკუთრებით დიდი პარტია შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ქობულეთის პოლიციამ ორი პირი - 36 წლის ბ.ვ.(1989 წელს დაბადებული) და 45 წლის ზ.ბ. (დაბადებული 1980 წელს) ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი მასშტაბით უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს ინფორმაციით, ორივე დაკავებული ადრე ნასამართლევი იყო. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა პირადი ჩხრეკისას ნივთიერ მტკიცებულებად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ ამოიღეს. შეგროვებული მასალების საფუძველზე ორივე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი მასშტაბით უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 20 წლამდე ან უვადო.
• საქართველოში შიდა ნაოსნობის წესების დარღვევისთვის ჯარიმები გამკაცრდება – კანონპროექტი • საქართველოში ეროვნული გლოვაა გამოცხადებული • პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები, რომლებიც ამკაცრებს ჯარიმებს საგზაო მოძრაობის დარღვევაზე • ილია მეორე სუნთქვის აპარატზეა • ხოშტარია: კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს რაიმე დიალოგს ჩემს თავისუფლებასთან და პატიმრობასთან დაკავშირებით • რას ნიშნავს ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში საქართველოსთვის - განმარტავენ საიას იურისტები •