გიორგი ბურჯანაძე მიტინგებზე საშინელი ქიმიური ნივთიერებები იყენებდნენ კინაღამ რამდენჯერმე დავკარგე, რომ აღარაფერი ვთქვათ ყელის და თვალების წვას ჩემი ჯა...

გიორგი ბურჯანაძე მიტინგებზე საშინელი ქიმიური ნივთიერებები იყენებდნენ კინაღამ რამდენჯერმე დავკარგე, რომ აღარაფერი ვთქვათ ყელის და თვალების წვას ჩემი ჯა...

„ივანიშვილის რაზმებმა საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო წამება ჩაიდინეს რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების წინააღმდეგ - ჩემი პირადი გამოცდილება და BBC-ის მტკიცებულებები სრულად მაძლევს საფუძველს დავიჯერო ის, რაც დღეს გამოქვეყნებულ სტატიაში წერია“, - წერს სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში. ბურჯანაძის თქმით, „შარშანდელი საპროტესტო აქციების დროს გამოიყენეს ყველაზე საშინელი ქიმიური ნივთიერებები - როგორც გაზაფხულზე, ისე განსაკუთრებით შემოდგომა/ზამთარში“. ,,რამდენჯერმე კინაღამ დავკარგე და სხვა დამეხმარა გამოსვლაში, ყელის, თვალების და სახის წვას არც ვახსენებ - ყოველ ღამე მუდმივი იყო. მას შემდეგ ჩემი ჯანმრთელობა შეიცვალა. ყოველ საღამოს, წინა ღამის ნივთიერების გამოყენების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე იყო ადგილები, სადაც სუნი დღეების განმავლობაში ისეთი ძლიერი იყო, რომ გასვლისას ყველას თვალები და სასუნთქი გზები ეწვოდა. ჩემი პირადი გამოცდილება და BBC-ის მტკიცებულებები სრულად მაძლევს საფუძველს დავიჯერო ის, რაც დღეს გამოქვეყნებულ სტატიაში წერია. ივანიშვილის რაზმებმა საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო წამება ჩაიდინეს რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების წინააღმდეგ. როგორც ეს ჟურნალისტური გამოძიება აჩვენებს, მათ ჩაიდინეს უპრეცედენტო არაადამიანური მოპყრობა და სხვა შესაძლო საერთაშორისო დანაშაულებრივი ქმედებები ქიმიური ნივთიერებების გამოყენებით“, - წერს ბურჯანაძე. BBC-ის ცნობით, მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა გასულ წელს ანტისამთავრობო პროტესტის ჩასახშობად. BBC იუწყება, რომ: „დემონსტრანტები, რომლებიც აპროტესტებდნენ საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას, უჩიოდნენ სხვადასხვა სიმპტომებს - მათ შორის თვალების წვას, ქოშინი, ხველა და ღებინება, რომელიც გაგრძელდა კვირების განმავლობაში. BBC ასევე იუწყება, რომ ისინი გაესაუბრნენ მსოფლიო სამსახურის ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წევრებს და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ: „მტკიცებულებები მიუთითებს აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც ფრანგმა სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს.

ნიკა გვარამია: „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში ყველაზე მკაცრია „ქართული ოცნებისთვის“ და ეს მათ სახეზეც ჩანს - თუ „ოცნებას“ საკუთარი მომავლის ხედვა მთლიანად არ დაუკარგავს, რაციონალური ნაბიჯები უნდა გადადგას.საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სასაზღვრო სექტორის მენეჯერების გადამზადების პროგრამა დაასრულესSGB-ის გამომძიებელი: თავდაცვის სამინისტრომ შექმნა უკონკურენტო, უპასუხისმგებლო გარემო და გადაიხადა იმაზე მეტი, ვიდრე უნდა ყოფილიყოგვარამია: „ქართული ოცნების“ მოსკოვის მექანიზმის ანგარიში ძალიან რთულიაევროკავშირის რვა ქვეყნის ლიდერმა მოუწოდა ყოფილ რუს სამხედრო მოსამსახურეებს შენგენში არ შეუშვესმინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე თავს დამნაშავედ არ თვლის, მაგრამ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს.

ENDEKA