ელისაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო. "მინდოდა ცეცხლის წაკიდება, რომელიც არსებობს ქვეყანაში, რომლის სტრუქტურასაც თქვენ წარმოადგენთ. რაღაც სისულელეს მაწერენ - თითქოს ვიღაცის მოკვლა მინდოდა - არცერთი მანდატური არ გადარჩებოდა, იარაღს კარგად ვეკარი. ოჯახს ვუთხარი, რომ სათევზაოდ მივდიოდი, ყველაფერი წინასწარ მოვამზადე. ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მან თბილისის საქალაქო სასამართლოს ოფისის ცეცხლის წაკიდება სცადა. გამოძიების ინფორმაციით, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალებით და ტერაქტის ჩასატარებლად საჭირო ნივთებით შეიარაღებული, ნიღბიანი ალექსანდრე ელისაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობას მიუახლოვდა, ჩაქუჩით ჩაამტვრია კანცელარიის შენობის ფასადის მინა და შიგნით შევიდა. „ალექსანდრე ელისაშვილმა შენობაში უკანონოდ შესვლის შემდეგ, სხვადასხვა ოთახებში, მათ შორის საბუთებითა და ქონებით, დიდი ოდენობით აალებადი სითხე ჩამოასხა და ცეცხლის გაჩენა სცადა. აალებადი სითხის ჩამოსხმისას მანდატურებმა შენიშნეს ალექსანდრე ელისაშვილი. ცეცხლის წაკიდების და განიარაღების შესაძლებლობის შესახებ თავდამსხმელი, თავის მხრივ, ცდილობდა ცეცხლსასროლი იარაღის მოპოვებას და გამოყენებას, დაახლოებით 5-6 წუთის განმავლობაში მანდატურებს აქტიურ წინააღმდეგობას უწევდა, რის შემდეგაც იგი საბოლოოდ გაანეიტრალეს და დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში ალეკო ელისაშვილს ბრალი ტერაქტის მცდელობისთვის წაუყენეს. სასჯელი 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
• მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტი - გამკაცრდა „თეთრ სიაში“ მოხვედრის კრიტერიუმები, სიის სრულად გაუქმება კი 2029 წელს იგეგმება. • საქართველომ ჩინეთთან ურთიერთობაში მაქსიმუმს მიაღწია • მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი: შეიცვალა სამშენებლო სამუშაოების ღირებულების განსაზღვრის პრაქტიკა • საქართველოში მასწავლებლებს სასწავლო პროცესში შეზღუდული წვდომა ექნებათ მობილურ ტელეფონებზე • ევროკომისიამ საქართველოს რამდენიმე მოქალაქისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი დაიწყო • დემეტრე ჩიქოვანის ადვოკატი: რატომ მალავენ საქმის მასალებს? გამოიტანეთ ისინი - საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არის - მივმართავ საზოგადოებას: შეწყვიტეთ ჩემი კლიენტის ბულინგი •