ელისაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო. "მინდოდა ცეცხლის წაკიდება, რომელიც არსებობს ქვეყანაში, რომლის სტრუქტურასაც თქვენ წარმოადგენთ. რაღაც სისულელეს მაწერენ - თითქოს ვიღაცის მოკვლა მინდოდა - არცერთი მანდატური არ გადარჩებოდა, იარაღს კარგად ვეკარი. ოჯახს ვუთხარი, რომ სათევზაოდ მივდიოდი, ყველაფერი წინასწარ მოვამზადე. ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მან თბილისის საქალაქო სასამართლოს ოფისის ცეცხლის წაკიდება სცადა. გამოძიების ინფორმაციით, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალებით და ტერაქტის ჩასატარებლად საჭირო ნივთებით შეიარაღებული, ნიღბიანი ალექსანდრე ელისაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობას მიუახლოვდა, ჩაქუჩით ჩაამტვრია კანცელარიის შენობის ფასადის მინა და შიგნით შევიდა. „ალექსანდრე ელისაშვილმა შენობაში უკანონოდ შესვლის შემდეგ, სხვადასხვა ოთახებში, მათ შორის საბუთებითა და ქონებით, დიდი ოდენობით აალებადი სითხე ჩამოასხა და ცეცხლის გაჩენა სცადა. აალებადი სითხის ჩამოსხმისას მანდატურებმა შენიშნეს ალექსანდრე ელისაშვილი. ცეცხლის წაკიდების და განიარაღების შესაძლებლობის შესახებ თავდამსხმელი, თავის მხრივ, ცდილობდა ცეცხლსასროლი იარაღის მოპოვებას და გამოყენებას, დაახლოებით 5-6 წუთის განმავლობაში მანდატურებს აქტიურ წინააღმდეგობას უწევდა, რის შემდეგაც იგი საბოლოოდ გაანეიტრალეს და დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში ალეკო ელისაშვილს ბრალი ტერაქტის მცდელობისთვის წაუყენეს. სასჯელი 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
• აჭარაში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 80-მდე ადამიანი დააკავეს. • კობახიძე და პაპუაშვილი კავკასიის სამედიცინო ცენტრში მივიდნენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იმყოფება. • რას ნიშნავს ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში საქართველოსთვის - განმარტავენ საიას იურისტები • კობახიძე: სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ პატრიარქის ჯანმრთელობაზე მაქსიმალური ზრუნვა გაგრძელდეს • სახალხო დამცველი: ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პატრიარქის ჯანმრთელობა იყოს სტაბილური • ბენჟამინ ჰადადი - მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას შეწყვიტოს რეპრესიები, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები - საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც ქართულმა ოცნებამ უღალატა •