ძლიერმა თოვლმა დასავლეთ საქართველოსა და სვანეთში მოძრაობა პარალიზებულია

ძლიერმა თოვლმა დასავლეთ საქართველოსა და სვანეთში მოძრაობა პარალიზებულია

დასავლეთ საქართველოში ინტენსიური თოვის გამო, სვანეთის მიმართულებით, საავტომობილო გზების რიგ მონაკვეთებზე ტრანსპორტის შეზღუდვაა დაწესებული. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით: • ქუთაისის საავტომობილო გზის კმ125–კმ151 (მელე–ლასდილი)–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. • ამავე გზის კმ1–კმ124 მონაკვეთზე (წყალტუბოს – მელესკენ გადახვევა) მოძრაობა თავისუფალია. • ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის გზაზე კმ185–კმ190 (უშგული–ლასდილი) მონაკვეთზე: აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა. • მონაკვეთი კმ138–კმ184 (მესტია–უშგული): აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი სატვირთო მანქანების, M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა (8 მგზავრზე მეტი ადგილი, წონა 5 ტონაზე მეტი). ნებადართულია სხვა სახის ტრანსპორტის მოძრაობა. • კმ1–კმ137 (ზუგდიდი–მესტია) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საქართველოში უკანონოდ მყოფი 14 უცხოელი დააკავესსაპროტესტო აქციები ირანში. თურქეთსა და სამხრეთ კავკასიაში დესტაბილიზაციის საფრთხევნუკოვოში საქართველოდან 105 ათასი დოლარის კონტრაბანდა აღკვეთესმოლდოვას პრემიერ-მინისტრმა რუმინეთთან გაერთიანებისადმი დამოკიდებულებაზე ისაუბრააჭარა ჯანდაცვის სისტემის ფართომასშტაბიან განახლებას 2026 წლიდან იწყებსსაგამოძიებო სამსახური: სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხის შემცველი ყალბი საქონლის წარმოების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

ENDEKA