2026 წლის 1 იანვრიდან თურქეთის მოქალაქეებს საქართველოში შესასვლელად სავალდებულო დაზღვევა დასჭირდებათ
2026 წლის 1 იანვრიდან თურქეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელად პასპორტის ან პირადობის მოწმობის გარდა სამოგზაურო და სამედიცინო დაზღვევაც დასჭირდებათ. ამის შესახებ თურქული პრესა მოგზაურებს აფრთხილებს. თურქული გამოცემა Arhavinin Sesi წერს: „საქართველოს მთავრობა ქვეყანაში შემოსული ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეს სამოგზაურო დაზღვევის სავალდებულო მოთხოვნას 2026 წლიდან შემოაქვს. ახალი რეგულაცია ეხება თურქეთის მოქალაქეებსაც. საქართველომ გამოაცხადა შემოსვლის ახალი წესები, რომელიც 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. თურქეთის მოქალაქეები კვლავ შეძლებენ საზღვრის გადაკვეთას პასპორტით ან პირადობის მოწმობით, მაგრამ ეს დოკუმენტები აღარ იქნება საკმარისი. ახალი მოთხოვნა სამოგზაურო და სამედიცინო დაზღვევას ყველა ვიზიტორისთვის სავალდებულოს ხდის. წესი ვრცელდება ხოფა-სარფის პუნქტით საზღვრის ერთი დღით გადაკვეთის მოქალაქეებზეც - შესაბამისად, ბათუმში ხანმოკლე მოგზაურობისთვისაც კი საჭირო იქნება დაზღვევა. სავალდებულო დაზღვევამ უნდა დაფაროს ჰოსპიტალიზაციის, მკურნალობის, უბედური შემთხვევების, გადაუდებელი ჩარევისა და სავალდებულო რეპატრიაციის პროცედურების ხარჯები“, - წერს გამოცემა. კანონი თავდაპირველად 2024 წლის 1 ივნისს უნდა შესულიყო, მაგრამ მისი განხორციელება 2026 წლის 1 იანვრამდე გადაიდო.
• პიტერ ფიშერი: შევხვდი „საქართველოს ახალგაზრდობის ასოციაციას“ და დავდე ფოტო; „იმედი“ და „რუსთავი 2“ აცხადებენ, რომ შეხვედრამ წაახალისა „ირანის რადიკალური სცენარი“ - უარვყოფ ამ აგრესიულ დეზინფორმაციას გერმანიის სახელით. • იტალიაში პოლიციამ ბინების ძარცვაში სპეციალიზირებული ქართული ბანდა დააკავა • საპროტესტო მოძრაობა „300 ქალის“ წარმომადგენლები რუსთავის ციხესთან აქციას გამართავენ და ციხის დირექტორს მიმართეს. • ჩინეთმა შეწყვიტა ელექტროენერგიის ყიდვა რუსეთიდან, რაც ჩინურზე გაძვირდა • მსოფლიო ბანკი 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5,5%-ით გაიზრდება • უფლებადამცველები ამბობენ, რომ ჟურნალისტ აფგან სადიგოვის სისხლისსამართლებრივი დევნის რისკი არსებობს •