2026 წლის 1 იანვრიდან თურქეთის მოქალაქეებს საქართველოში შესასვლელად სავალდებულო დაზღვევა დასჭირდებათ

2026 წლის 1 იანვრიდან თურქეთის მოქალაქეებს საქართველოში შესასვლელად სავალდებულო დაზღვევა დასჭირდებათ

2026 წლის 1 იანვრიდან თურქეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელად პასპორტის ან პირადობის მოწმობის გარდა სამოგზაურო და სამედიცინო დაზღვევაც დასჭირდებათ. ამის შესახებ თურქული პრესა მოგზაურებს აფრთხილებს. თურქული გამოცემა Arhavinin Sesi წერს: „საქართველოს მთავრობა ქვეყანაში შემოსული ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეს სამოგზაურო დაზღვევის სავალდებულო მოთხოვნას 2026 წლიდან შემოაქვს. ახალი რეგულაცია ეხება თურქეთის მოქალაქეებსაც. საქართველომ გამოაცხადა შემოსვლის ახალი წესები, რომელიც 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. თურქეთის მოქალაქეები კვლავ შეძლებენ საზღვრის გადაკვეთას პასპორტით ან პირადობის მოწმობით, მაგრამ ეს დოკუმენტები აღარ იქნება საკმარისი. ახალი მოთხოვნა სამოგზაურო და სამედიცინო დაზღვევას ყველა ვიზიტორისთვის სავალდებულოს ხდის. წესი ვრცელდება ხოფა-სარფის პუნქტით საზღვრის ერთი დღით გადაკვეთის მოქალაქეებზეც - შესაბამისად, ბათუმში ხანმოკლე მოგზაურობისთვისაც კი საჭირო იქნება დაზღვევა. სავალდებულო დაზღვევამ უნდა დაფაროს ჰოსპიტალიზაციის, მკურნალობის, უბედური შემთხვევების, გადაუდებელი ჩარევისა და სავალდებულო რეპატრიაციის პროცედურების ხარჯები“, - წერს გამოცემა. კანონი თავდაპირველად 2024 წლის 1 ივნისს უნდა შესულიყო, მაგრამ მისი განხორციელება 2026 წლის 1 იანვრამდე გადაიდო.

აქტივისტმა ნანა სანდერმა შიმშილობა შეწყვიტა - მას დაბალი გაჯერება და შაქრის დონე აქვსტყიბულში, ერთ-ერთ რესტორანში, შსს-ს თანამშრომელმა და მისმა ორმა პირმა თავს დაესხნენ დაცვის პოლიციის ორ თანამშრომელს და მეორე პირს ჯგუფურად - გამოძიება დაიწყო.საქართველოს ტურიზმიდან 2025 წლის შემოსავლები გამოცხადდასასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 13 პირი პატიმრობაში დატოვაTbilisi Open Air ზამთარში პირველად გაიმართებასაგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 იანვარს კარიბის ზღვაში აშშ-ს მიერ დაკავებული ტანკერ „ვერონიკას“ ეკიპაჟს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

ENDEKA